Sunday, October 19, 2014

მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა და ცოტა გულიც მწყდება რომ ვამთავრებ,ცოტა შიშიც მაქვს  იმის თუ როგორ განვახორციელებ ამ ყველაფერს,მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებ რომ ჩემს მოსწავლეებს არაფერი დავაკლო. დღეს უკვე ვფიქრობ რომ ხვალიდანვე შეუდგები საქმეს და ერთ წუთსაც აღარ დავკარგავ.დღევანდელი ტრენინგი მოიცავდა:

  • განვლილი მასალის გამეორებას.
  • ვიმუშავეთ ბლოგში ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა,ბლოდგში რაიმეს შეცვლა,ვისწავლეთ გვერდების შექმნა,შექმნილი გვერდების გამოჩენა,გაჯეტების წყობის შეცვლადა საათის დაყენება ბლოგზე და ასევე გავაკეთებთ ვიდეოს და სურათებს კოდების საშუალებით.
  • გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.
  • შევაჯამეთ მთლიანი ტრენინგი.
  • რეფლექსია.

Saturday, October 18, 2014

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეა ფინალისკენ მივდივართ  ძალიან კმაყოფილი ვარ.

  • განვლილი მასალის გამეორება.
  • შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.
  • გადავხედეთ პორტფოლიოს და დავარქვით ყველა ფაილს შესაბამისი სახელწოდება.
  • ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე და დამოუკიდებლად გავაკეთეთ რამდენიმე დავალება.
  • რეფლექსია.

                          კარგი იყო ძალიაააან.მადლობა ქეთის....

Tuesday, October 14, 2014

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეა ქეთიმ გვითხრა რომ დღეს დატვირთული დღე იქნებოდა

  • გავიმეორეთ ნასწავლი მასალა და შეფასებებს გა დავხედეთ და შევცვალეთ ჩვენი შეხედულებისამებრ.
  • ინფორმაციის სახით მივიღეთ ყველა მოსწავლისათვის  საჭიროების გათვალისწინება. 
  • შევქმენით მოსწავლისათვის პროექტზე მუშაობის დღიური.
  • ვიმუშავეთ ბლოზე  გავაკეთეთ გამოკითხვის გაჯეტი,რომელიც ძალიან მომეწონა და აუცილებლად გამოვიყენებ.
  • ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე კერძოდ სასწავლო პროცედურებზე.




დიდი მადლობა ქეთის



Sunday, October 12, 2014

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეა დამოუკიდებლად ვხსნი ბლოგს და თან ვიწყებ რეფლექსიის წერას.

  • პირველ რიგში გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გუგლიდან გადმოვწერეთ სურათები და ჩვენს საქაღალდეში შევიტანეთ
  • გავიარეთ ინფორმაციის დონეზე მოსწავლის პრეზენტაციები
  • შემდეგ PowerPoint-ში ვისწავლეთ დიაგრამის გაკეთება.
  • გავკეთეთ PowerPoint-ში მოსწავლის პრეზენტაცია და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში მოსწავლის ნიმუშში.
  • ვისწავლეთ როგორ მოვძებნოთ შეფასების რუბრიკები და ჩვენთვის სასურველი რუბრიკები შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში შეფასებებში.
  • რეფლექსია

Saturday, October 11, 2014

მეხუთე დღე

დღეს ტრენინგის მე-5-ე დღეა ისევ მე7-ე სკოლაში დავბრუნდით და შეუდეგით მუშაობას.

  • ელექტრონული ფოსტიდან გადმოვიტანეთ ჩვენი საქაღალდე
  • საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში
  • შემდეგ ვისწავლეთ როგორ გადმოვიტანოთ ინტერნეტ საიტები გამოყენებულ ლიტერატურაში და გავიმეორეთ სურათების გადმოწერა.
  • ვისწავლეთ სხვისი  ბლოგების დათვალიერება და კომენტარების დაწერა
  • ვისწავლეთ ინტერნეტიდან ტექსტების და ჩვენი საქაღალდიდან  სურათების ჩასმა ბლოგზე.
  • ბლოგის სათაური შევცვალეთ.
  • ვისწავლეთ რა არის  გაჯეტი.
  • ბოლოს რეფლექსია.

ეს ვარდები ქალბატონ ქეთის ეკუთვნის.

Sunday, October 5, 2014

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე
  • გავიმეორეთ წინა დღის მასალა,გავიხსენეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
  • ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ მიმართულებითი კითხვები.
  • გავიარეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ვისწავლეთ როგორ ჩავსვათ პროექტში
  • გავიმეორეთ Powerpoint-ში მუშაობა
  • ჩვენი პროექტის გეგმა გადავიტანეთ Powerpoin-ში და გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.
  • შემდეგ დავზიპეთ და გუგზავნეთ ჩვენს თავებს ელექტრონულ ფოსტაზე.
  • რეფლექსია.

Saturday, October 4, 2014

ტრენინგის მესამე დღე
დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა :
  • გავიხსენეთ ელექტრონულ ფოსტაზე  მოსული დოკუმენტის ჩვენს კომპიუტერში გადმოტანა,შენახვა და გახსნა.
  • გავიხსენეთ ბუკლეტის დამზადება როგორ ხდება
  • ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე-გეგმის შაბლონის მიხედვით შევადგინეთ ჩვენი პროექტის გეგმა.
  • ეროვნული სასწავლო გეგმიდან მოვძებნეთ ჩვენი  სტანდარტი და  პროექტისთვის შესაბამისი სტანდარტის ნაწილი ჩავსვათ გეგმაში.
  • ვიმუშავაეთ გეგმის განსაზღვრაზე

  • გადმოვიწერეთ ჩვენს რესურსებში სტანდარტების და მიზნების რუკა,ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამისი ლექსიკა,რომელიც დაგვეხმარება გეგმის შედგენისას.
  • შევავსეთ პროექტის გეგმა.
  • გამზადებული საქაღალდე ისევ გავგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე.
  • გავიმეორეთ დიზაინის შეცვლა ბლოგზე.
  • ბოლოს გავაკეთეთ მესამე დღის რეფლექსია.